ჩემი ხმა კახის

კახი კალაძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, კლუბ „მილანის“ ყოფილი წევრი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული,  საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი,  ამჟამად კი თბილისის მერობის კანდიდატია. მის რეზიუმეს თვალი რომ გადაავლოთ მიხვდებით, რომ მას სხვა პოლიტიკოსებისგან ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გამოარჩევს – მუდმივი, დაუღალავი მუშაობა საკუთარ თავზე და სწრაფვა უკეთესობისაკენ. თბილისის დინამოდან მინისტრის კაბინეტამდე, კახის კარიერა შრომით, სწავლით, სხვების აზრის მოსმენით და გათვალისწინებით მიიწევდა წინ.

ახლაც, როცა კახი კალაძე თბილისის მერობის კანდოდატობის რთულ, საპასუხისმგებლო გზას დაადგა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ხალხის აზრი, ვის წინაშეც იგი პირველ რიგშია პასუხისმგებელი – თბილისის რიგითი მოქალაქეების.

„ჩემი ხმა კახის“ სწორედ ამ მიზანს ემსახურება – პროექტის ფარგლებში თბილისის მაცხოვრებლებს შეუძლიათ ხმა მიაწვდინონ მერობის კანდიდატს და თავიანთი რჩევები, აზრები ან თუნდაც კრიტიკა გაუზიარონ მას. კახისთვის კი ეს მოსმენის და ანალიზის კიდევ ერთი გზაა, რათა მისი გამარჯვების შემთხვევაში თბილისს ჰყავდეს მერი, რომელსაც ქალაქის თითოეული მაცხოვრებლის გასაჭირი ეცოდინება და რომელიც დაუღალავად იშრომებს დედაქალაქის ყველა პრობლემის გადასაჭრელად.